ქრისტეს გზა   windows 98, ME, 2000, XP     .PDF

ქრისტეს გზა


შესწორებული ვარიანტი

ინფორმაციები იესოსა და ისლამის შესახებ

ინტერრელიგიური დიალოგი

ამ სტატიას შეაქვს წვლილი რელიგიებს შორის უკეთესი ურთიერთგაგების დამყარაებასა და მშვიდობიანი "ინტერრელიგიური დიალოგის" ჩამოყალიბებაში, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ჩვენი მინიშნებები მიზნად არ ისახავს მთლიანად ისლამის დახასიათებას, რამდენადაც თვით ყურანშიც სხვადასხვა თეოლოგიური მიმართულებები და სკოლები არსებობს.

ყურანი*)* და სხვა დამწერლობითი რელიგიები

ისლამი ნიშნავს „ღვთის ნებისადმი დამორჩილებას"

ისლამის წმინდა წიგნი, ყურანი, განიმარტება, როგორც ღვთიური შთაგონების წყარო, რომელიც მოციქულ მოჰამედს ღმერთისგან, ან ანგელოზი გიბრიელისგან გადაეცა, რომლის იდენტიფიცირება შესაძლოა ქრისტიანულ სარწმუნოებაში ცნობილ ანგელოზ გაბრიელთან. ნათელია, რომ ყურანი ცენტრალური მნიშვნელობის მომცველია. ამის გარდა ისლამის გაგებაში გარკვეულ როლს თამაშობს აგრეთვე სხვა ტრადიცია (სუნა; სიტყვიერი თარგმანი: „ ჩვევა"), რომელიც გადმოცემული იქნა მოციქულ ჰადიტის დროიდან. თვით მოციქულიც თავისი საქციელით ადამიანია და არა ღმერთი! გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსულმანებს შორისაც არიან ისეთნიც, რომლებმაც წმინდა წიგნის არსი ზუსტად არ იციან.

ქრისტიანები, ან კიდევ ებრაელები ყურანში ნაწილობრივ პირდაპირ მოიხსენებიან როგორც „თქვენ, დამწერლობის ხალხნო", ( წიგნის ხალხი, მაგ. სურე 4,171 ***) და როგორც „თქვენ შვილებო ისრაელისა". ასე რომ მათაც შეუძლიათ ყურანით*) სარგებლობა, თუმცა ხშირად ისინი ამას არ აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში რელიგიური მეცნიერება იკვლევს ყველანაირი რელიგიის წმინდა წერილებს და ამასთანავე იკვლევს მათი შექმნის ისტორიულ განვითარებას. წმინდა წერილები მაინც დიდი მოწიწებითა და მოკრძალებით უნდა იქნას შესწავლილი. მუსულმანური ყურანის განმხილველთა ერთი ნაწილის აზრით, ყურანში არსებობს ერთ-ერთი უძველესი ფორმა, ე.წ. ღმერთთან შენახული ფორმა, რომელიც მხოლოდ წმინდა ანგელოზთა და წმინდა მოციქულთათვისაა მისაწვდომი, ხოლო მეორე ნაწილის ინტერპრეტაციით კი, მკითხველთათვის დედამიწაზე არსებული ყურანი წმინდა სახითაა შენახული.

მოციქული ითვლება გარკვეული „პერიოდის" (ან გარდამავალი პერიოდის) გზავნილად; იმ პერიოდისათვის, რომელშიც გზავნილები არ ჩანან (იხ. სურე 5,19***). ყურანი განასხვავებს მორწმუნეებს მოციქული მოჰამედის სწავლების მიხედვით, „წიგნის ხალხად" ( დამწერლობის ხალხი) და „ურწმუნეებად". „წიგნის ხალხში" იგულისხმება განსაკუთრებით ებრაელები და ქრისტიანები, რომლებიც მუსულმანებთან ერთად ერთად იგივე ტრადიციებს ეყრდნობიან; ზოგჯერ აგრეთვე სარატუსტრელები (იხ. სურე 22,17*). თვით ყურანიც ცნობს „მოციქულთა " წრეს, რომელიც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში მსგავს სწავლებას - ერთი ღმერთის, იმქვეყნიური სასამართლოსა და საკუთარი ხალხისთვის ლოცვის შესახებ ქადაგებდა, (მაგ. სურე 6, 83-92; სურე 7; სურე 4, 136*). იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანებს ამ საერთო საფუძვლის სჯერათ, მათ თავად ყურანში არ მოიხსენიებენ ურწმუნეებად (სურე 5,48 * და სხვა). ისლამის გავრცელების პირველ ასწლეულში ქრისტიანებსა და ებრაელებს ძალას არ ატანდნენ გადასულიყვნენ ისლამის რწმენაზე ( ყურანის სწავლების შესაბამისად „რელიგიაში არა არსებობს ძალდატანება", იხ. სურე 2,256**). აბრაამი ითვლება ერთ-ერთ იმ „ჰანიფად", რომელთაც, როგორც ცალკეულმა პირებმა, პირდაპირი გზა ჰპოვეს იმ ნამდვილი რწმენისკენ, რომელიც ღმერთთან აახლოებს.

სიტყვა ალაჰს - წინა ისლამურად, ძველ არაბულად ალ-ილაჰ-, როგორც სემიტურ სიტყვას, ნამდვილად იგივე ძირი აქვს, როგორც სიტყვა „ელოჰიმს" - ღმერთის სახელი მოსეს ებრაული წიგნებიდან.

„ურწმუნეებად" - მიახლოებითი სიტყვიერი თარგმანი „შემოსილნი" - მოციქული მოჰამედის ქადაგების პერიოდში პირველ რიგში ითვლებოდნენ პოლითაისტები, ან კერპთაყვანისმცემლები, რომელთა წინააღმდეგაც იგი არაბეთში იბრძოდა და რომელთა შესახებაც გვაფრთხილებდა აგრეთვე ებრაელებისა და ქრისტიანების ბიბლია; დღესდღეობით კი უფრო ფართო გაგებით ისლამში ურწმუნეებად ითვლებიან ისინი, ვისაც ერთი ღმერთისა და იმქვეყნიური სასამართლოსი არ სჯერათ. დღეს ეს მცნება ხანდახან მცდარად გამოიყენება ყველა არამუსულმანზე და ხანდახან კი აგრეთვე იმ მუსულმანებზეც, რომელნიც სხვა მუსულმანურ მიმართულებას მიეკუთვნებიან.

იესო ქრისტე ყურანში

ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ თვით ყურანშიც, იესო რამდენჯერმე მოიხსენიება ღმერთის მიერ გზავნილად და როგორც „სიტყვა" ღვთისა ( ეს მცნება უფრო დეტალურად არ არის ახსნილი) და აღიარებულია, როგორც „სული" ღვთისა ( სურე 4, 171), წარმოშობილი „ადამის მსგავსად" ( სურე 2,3,5,...). ანუ, თუ კი ისლამს სწორად გავიგებთ, მასში იესოს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე თვით თანამედროვე ქრისტიანულ თეოლოგიებში, რომლებიც მას წარმოსახავენ, როგორც სოციალრეფორმატორს. ერთადერთი ის მცნება, რომ შემდგომში ქრისტე სამებასთან კავშირში ღვთის შვილად იქნა აღიარებული, არ იქნა ყურანში დაშვებული. ეს საკითხი თვით მოჰამედის დროინდელი ქრისტიანების მიერ საკმაოდ ამქვეყნიურად განიმარტებოდა. აღარ არსებობდნენ ქრისტიანები, რომელთაც შეეძლებოდათ ძირფესვიანად განემარტათ ის, რაც ამ მცნებით ადრე იყო მიჩნეული, განემარტათ ისე, რომ სხვა მოსაზრების მქონე ადამიანებსაც შეძლებოდათ ამის გაგება (მაგ. სურე 6, 101 +**). რომაელების წერილში 1.4 წერია, რომ იესო თავისი ძლიერებით „ბრწყინვალების სულად", როგორც „შვილად ღვთისა" იქნა შეფასებული და არა დაბადებული. მუსულმანურ აზროვნებას იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის დაბადებული და იესოც კი არ დაიბადა, არამედ შექმნილი იქნა, შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში ქრისტიანებიც ეთანხმებიან. არის კიდევ ერთი მცნება ( ბერძნულ ენაზე) „ლოგოს" , რომელიც ბიბლიაში სწორედ რომ იესო ქრისტეს ღვთიეურ შთამომავლობას, ან იესო ქრისტეს გზავნილობას ნიშნავს. ეს მცნება ევანგელურ ნაწერებში ნათარგმნია როგორც „სიტყვა" (იხ. ზემოთ), რომელიც ყურანში იესოსთან მიმართებაში მოიხსენიება. ნუთუ ყურანის შთაგონებებში, ისევე როგორც ბიბლიურ შთაგონებებში, დამალულია საიდუმლოებანი, რომელნიც ჯერჯერობით კიდევ აღმოუჩენელია და აქედან გამომდინარე ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის გაუგებრობას აქვს ადგილი ზოგიერთი მცნების განმარტების გამო? იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქრისტიანები ამ რელიგიურ სწავლებას ისე წარმოადგენენ, რომ ის შეიძლება „მრავალღმერთიან სწავლებად" იქნას გაგებული, ეს მაინც არ შეესაბამება იმ მეთოდს, რომლითაც იესო თვითონ ქადაგებდა და განმარტავდა რელიგიურ სწავლებას. „ილოცეთ ჩემი სახელით (ე.ი. შინაგანად იესოსთან კავშირში) მამის (ღმერთის) წინაშე" - ბიბლია, იოანეს ევანგელია 15:16. იესოს ცხოვრებაში ყველაფერი მიმართულია ერთი ღმერთისკანე, რომელთანაც იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული და რომლისკენაც მას ადამიანების დაკავშირება შეეძლო.

მცნება „ლოგოსი" (ბერძნულად, იოანეს პირველ ევანგელიაში, როგორც „ღმერთის სიტყვა", რომელიც იქ ქრისტესთნ კავშირში მოიხსენიება), პარეტის მიერ გადმოცემულ ყურანში (გერნაულ ენაზე) იესოსგან დამოუკიდებლად არის მოხსენიებული, მაგრამ ყურანის სხვა გამომცემლობებში იგი გაგებულია როგორც ღმერთის „საქმე", ან ღმერთის „ბრძანება" ( სურე 13.2 და 13.11**).

ყურანი იესოს აღიქვამს „ადამიანად", რომელიც ღმერთმა მიწისაგან შექმნა (სურე 3,59 *) და ახასიათებს მას როგორც „ღმერთის მიერ გზავნილს" მისი სულიდან, რომელმაც განაპირობა ქალწული მირიამის (მარიას) მიერ იესოს შობა (სურე 19, 17-22 **). ქრისტიანული ვერსიით კი ღვთის ანგელოზი იუწყება წმინდა სულისგან იესოს დაბადების თაობაზე. ყურანშიცაა ნახსენები, რომ იესო წმინდა სულით/სიწმინდის სულით იქნა გაძლიერებული (სურე 5,110 *).

ყურანის მიხედვით იესომ წინასწარ განაცხადა თავის აღდგომის შესახებ (სურე 19,33 *), რომლის მიხედვითაც შეიძლება ნაგულისხმები იყოს აღდგომა „პირველ დღეს", რომელიც ყურანში ხშირადაა მოხსენიებული, როგორც მორწმუნე ადამიანების იმქვეყნიურ სასამართლოს წინაშე წარდგომა (ის. ქვემოთ სურე 4, 159 * + ** ). ყურანი გადმოცემს, რომ ქრისტე ცოცხლად აღზევდა ზეცაში ( სურე 4, 157 – 159 *, სურე 3, 55 **).

მუსულმანები და ქრისტიანები არ არიან ერთი აზრის იმაზე, იქნა თუ არა ჯვარცმული იესო მის აღზევებამდე, რომლის შემდგომაც იგი გარდაიცვალა და ღმერთის წყალობით სიკვდილს სძლია, როგორც ამას ქრისტიანები ამბობენ, თუ ჯვარცმის გარეშე ცოცხალი აღზევდა ცაში, როგორც ეს მუსულმანებს სწამთ. ყოველ შემთხვევაში საერთოა ის რწმენა, რომ იგი მისი ცაში აღზევების მომენტში არავითარ შემთხვევავში არ იყო „მკვდარი", არამედ მაგალითად ადამიანებს ასწავლიდა. სურეს 3, 55 * + * და აგრეთვე 5, 48 * + ** სტრიქონში ნათქვამია, რომ „ მე მას განვწმინდავ" და „თქვენ ყველანი უკან დამიბრუნდებით, და მე (უფალი) გადავწყვეტ თქვენს შორის იმას, რაზეც თქვენ ( მიწიურ ცხოვრების დროს) ერთი აზრის არ იყავით", ამიტომ ქრისტიანებსა და მუსულმანებს უნდა შესწევდეთ ძალა ზოგ დარჩენილ საიდუმლოებებზე პასუხს მოთმინებით დაელოდონ და არა იკამათონ ამაზე.

ყურანი ასევე აღწერს მორწმუნეთა აღზევებას განსასჯელის დროს ( სურე 36, 77 – 83; სურე 69, 13 – 37; სურე 75 და 99 ** და სხვა). მაშინ იესო კიდევ დაბრუნდება და დამწერლობის მორწმუნე ხალხის მოწმე იქნება. ( სურე 4, 159, შეადარეთ სურე 16, 89 *). მათაც, აგრეთვე არამუსულმანებსაც, რომელთაც სწამთ ღვთისა და პირველი დღის და კარგ საქმეს სჩადიან, ყურანის მიხედვით არ უნდა ეშინოდეთ განსასჯელის (სურე 2, 62; სურე 4, 123 – 124; სურე 7, 170 ***). როგორც ყურანში, ასევე ბიბლიაში ერთმნიშვნელოვნად ჩანს ის ფაქტი, რომ იმქვეყნიური განსჯა მხოლოდ ღმერთის საქმეა და არა ადამიანების, მნიშვნელობა არა აქვს იმას, იქნებიან ეს ქრისტიანები, მუსულმანები, თუ ებრაელები. (რელიგიებს შორის ამდაგვარი შედარებების მოყვანა არ ემსახურება იმ იდეას, რომ საეჭვო გახდეს ყურანის დამოუკიდებლობა).

ისლამის და არა ქრისტიანობის ეთიკური საფუძვლების შესახებ

დასახელებული „3 აბრაამისეული რელიგიის " ეთიკური საფუძვლებიც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. რელიგიურ მცნებებს, თუნდაც ისე, რომ ისინი არ ჩამოვთვალოთ, ისლამშიც შევხვდებით. მაგალითად, სურეში 17, 22-39: სურე 5, 38-40; სურე 2, 188; სურე 4, 135; სურე 2, 195; და სურე 17, 70 ** ( ადამიანთა ღირსება). ყურანი სასტიკად და გამონაკლისის გარეშე კრძალავს უდანაშაულოთა კვლას ( სურე 5, 27-32 **). მცნება „ჯიჰადი" აღნიშნავს მხოლოდ „ომს"; ამ მცნების მნიშვნელობა, „წმინდა ომის" გაგებით, ყურანიდან კი არ მოდის, არამედ მოციქული მოჰამედისა და ისლამური მემრჯვენე სკოლების სწავლებისაგან ******): სულიერ-მორალური მუშაობა საკუთარ თავზე, იმ ვნებების გამო, რომელნიც ღმერთისგან არიან დაშორებულნი, ითვლება „დიდ ჯიჰადად", რომელსაც უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სხვა გარე შეტაკებებს. ( მაგ. შეადარეთ იესოს სიტყვები: „ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე კუნძი ..." - ამნაირად ბევრი გარეკონფლიქტი დაკარგავდა თავის საფუძველს). „სიტყვის ჯიჰადი" არის რწმენის მშვიდობიანი გზით წარმოდგენა. „ხელის ჯიჰადი" არის მორწმუნე ადამიანის ყოველდღიური განმანათლებელი მაგალითი. „ხმლის ჯიჰადს" აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც „პატარა ჯიჰადს" და იგი ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნე ხალხზე თავდასხმის მოსაგერიებლად. ( შეადარე ყურანში სურე 2, 190 ***). სხვა რწმენის მქონე ადამიანებისადმი მოპყრობის „ინტენსიურობა" განსაზღვრულია ყურანშიც (სურე 48, 29 **, სურე 47,4 **).

მრავალფეროვანია ტრადიციული წესები, რომლებიც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება და ამასთანავე კრძალავს ქორწინებას სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და ა. შ. ისლამურ პრაქტიკას მიეკუთვნება: რწმენა, რომ ღმერთის გარდა (ალაჰის გარდა) სხვა ღმერთი არ არსებობს და რომ მოჰამედი არის ღმერთის მოციქული; რომ ყოველდღიურად უნდა შესრულდეს დაწესებული აღთქმები (სურე 2, 177 **); რომ დაცული უნდა იქნას ყოველწლიური დღესასწაულები, რომლებიც რამადანის დროს აღინიშნება (სურე 185 **); რომ შესაძლებლობის მიხედვით ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ფეხით სვლა წმინდა ადგილის მოსანახულებლად (სურე 2, 196**); და რომ ზაქათი (სავალდებულო სოციალური გადასახადი) გადახდილი უნდა იქნას (სურე 2, 177 **).

დღევანდელ ისლამში არ არსებობს ერთი მთავარი ადგილი, რომელიც რელიგიურ-ეთიკურ საკითხებს გადაწყვეტდა. მაგრამ ეს რომ ასეც არ იყოს, ალბათ მაინც ფართოდ იქნებოდა აქცეპტირებული ის პოზიციები, რომლებსაც იზიარებს მემარჯვენე სწავლების უმრავლესობა.

*) ... გამოყენებილი იქნა აგრეთვე ყურანი, რუდი პარეტის მიერ ნათარგმნი, კოლჰამერის გამომცემლობა (გერმანულ ენაზე), რომელიც მეცნიერულ ნიადაგზეა გადმოცემული და სიტყვების მნიშვნელობების პირდაპირი თარგმნებითა და დამატებების მეშვეობით გაგების უკეთეს საშუალებას იძლევა. გამოყენებულია ისლამურ ქვეყნებში გავრცელებული სტროფების ეგვიპტური თვლის მეთოდი. სხვა თარგმანებში შეიძლება გამოყენებული იქნას სტროფების თვლის ორი სხვა მეთოდიც; ამ შემთხვევაში აღნიშნულ ტექსტს იპოვით იმავე სურეში მოცემული სტროფის ნომრის წინ ან შემდეგ. ის, რომ ყურანი ძნელად სათრაგმნელია, დიდ როლს არ თმაშობს იმ მაგალითებზე, რომლებიც აქ არის მოყვანილი. ეს არის ნათლად და იოლად გასაგები ტექსტები. მაგალითად მოყვანილი ყურანის ტექსტები შედარებული იქნა ყურანთან, რომელიც თარგმნილი და კომენტირებული იქნა ადელ თეოდორ ხოურის მიერ, 2007 წ. (გერმანულ ენაზე)*, რომლის თარგმანმაც მუსულმანურ მეცნიერებაში ჰპოვა აღიარება (მაგ. დოქტორ ინამულა ხანის მიერ, რომელიც ისლამური მსოფლიო კონგრესის გენერალური მდივანი იყო) და რომლის კომენტარიც ისლამურ მემარჯვენე სკოლების ტრადიციულ მხედველობასაც ითვალისწინებს.

***) აგრეთვე „ ქრისტიანული ჯვაროსნული ლაშქრობებიც" არ იყო ბიბლიურად დაფუძნებული, არამედ ეს იყო ადამიანური მოქმედებები, მაგრამ ამის გამო მაინც, მაგ. ევროპაში მოსახლე ქრისტიანები, დღესდღეობით ცუდი სახელით სარგებლობენ.

 

მთავარ გვერდზე დაბრუნება

ინტერნეტის გვერდი „ ქრისტეს გზა" არის კვლევითი და საინფორმაციო პროექტი. ეს პროექტი არ არის დამოკოდებული ეკლესიებზე, რელიგიურ განხრებზე (აგრეთვე არ არის მიმართული მათ წინააღმდეგ). ინტერნეტის ეს გვერდი ხელს უწყობს მშვიდობინი ურთიერთობების განვითარებას და რელიგიებს შორის უფრო ღრმა ერთიერთგაგებას. „ ქრისტეს გზა" მიზნად არ ისახავს კომერციულ მოგებას და არც პოლიტიკურ გავლენას. „ ქრისტეს გზა" არ ასრულებს არავითარ მისიას და არ აგროვებს წევრებს