ქრისტეს გზა   windows 98, ME, 2000, XP     .PDF

ქრისტეს გზები

 

რელიგია 1) როგორც ადამიანების ღმერთთან „უკუდამაკავშირებელი". ცხოვრების გზებზე იესო ქრისტესთან ერთად

1.) სიტყვა რელიგია წარმოშობილია ლათინური სიტყვა რე-ლეგიო-და და ნიშნავს შეერთებას; ღმერთთან, რომელიც თავის სახეს აგრეთვე ჩვენშიც ღებულობს. მიახლოებით შესაძლებელია ჰალოგრამასთან შედარება, სადაც მსგავსი ცვლილებები ხდება სიდიდეებში.

ადამიანის ცხოვრებაში ღრმა პრობლემების შემეცნება

ადამიანთა ცხოვრებაში ლოცვით როგორ განკურვნას უნდა ნიშნავდეს იესოს კითხვა: „ გინდა ჯანმრთელი გახდე?" ( იოანე 5,6) ან „ იცი რა ნაკლოვანებები გაქვს კიდევ, რათა შეიცვალო, თუ ღმერთისკენ სავალ გზაზე გინდა იარო?" ერთი შეხედვით საოცრად იოლ, იშვიათად რელიგიურად დანახულ ფაქტობრივ მასალებში შესაძლებელია დამაკავშირებელი ე.წ. „წითელი ძაფის" მოძიება. ბავშვი ზრდის პროცესში ახალ უნარ-ჩვევებს იძენს, მაგრამ ამასთანავე უფრო ადრე შეძენილი უნარ-ჩვევები მივიწყებული ხდება. მოგვიანებით ადამიანს შეუძლია ეცადოს, მოგონებებისა და ლოცვის დახმარებით ეს ბუნებრივი, მივიწყებული ჩვევები კვლავ ხელახლა აღიდგინოს. მიუხედავად ცვლილებებისა, მყარად გამჯდარი უნარ-ჩვევებიც შენარჩუნდება; არსების განმტკიცების პროცესში ეს თვისებები კვლავ მოდუნდებიან, ან ერთანეთს შეერწყმებიან. ამ ერთმანეთისაგან განსხვავებული გზითაა შესაძლებელი სულიერი თუ გარეგნული მიზეზებით გამოწვეული გაორება ადამიანებში კვლავ ერთ მთლიანობაში იქნას მოყვანილი. სამოთხის მითოსში აღწერილი ხის ნაყოფის „შემეცნება" სწორედ ამ გაორებაზე მიგვითითებს;

გამონათქვამი: „ თუ თქვენ არ მობრუნდებით და ბავშვებივით მოიქცევით, მაშინ ცის სამფლობელოში ვერ მოხვდებით", რომელსაც ვხვდებით ევანგელიებში მათესთან 18,1 -3; მარკუსთნ 10,15; და ლუკასთან 18,17 სწორედ ამ გარდაქმნაზე მეტყველებს. აქ ლაპარაკია არა მარტო ბავშვურ შეუზღუდაობაზე, არამედ განვითარების წინა საფუძვლებზე, რომლებიც სწორედ „არქეტიპიურია". 2) ე.ი. წარმოადგენს წინასწარ შემუშავებულ ძირითად გეგმას, ე.წ. ადამიანების „სახელმძღვანელო გეგმას", რომლის ნაწილიც დაკარგულია. ამ გზას შეუძლია დღევანდელ შეზღუდულ გონებრივ შეგნებაზე უფრო შორს გაყვანა.

2) აქედან გამომდინარე, ნეგატიური („სატანური") ჩვევების დაძლევა აღნიშნულ „გაორების" განკურვნას ითვალისწინებს.  „არქეტიპები"ასევე დიდი დოზით შეიცავს შერეულ, შეცდომაშ შემყვანი შინაარსს. „ღმერთი", როგორც მოხუცი კაცი და „ზეცა" და „ჯოჯოხეთი", როგორც ასეთი, წარმოადგენენ „კოლექტიური გაუცნობიერებელის" „არქეტიპულ" სიმბოლოებს. იუნგმა არ იცოდა, ეს ყოველივე ზუსტად რას უნდა ნიშნავდეს. თუმცა ცნობიერების მოცემული ფენის მარცვალსა და ადამიანში ჩაბეჭდილ ხატებსა და წარმოდგენებს, როგორც ჩანს, მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანში ვაწყდებით. ამდენად ის წარმოადგენს კაცობრიობის უძველესი დროის ერთგვარ არქიმეხსიერებას - უცნობი დროიდან მომავალ „მითიურ ცნობიერებას" (...). ადამიანების აღქმით ცნობიერების ეს ფენა, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრიობის შემცველიცაა (...). უფრო ზუსტი დაკვირვებისას ცნობიერების მოცემულ ფენაში აღბეჭდილი ღმერთის სურათი ღმერთის ერთგვარ პრობლემატურ კარიკატურად წარმოჩინდება. (...). ამ სიმბოლოების სამყაროსთან კრეატიული დამოკიდებულების მცდელობას წარმოადგენს ზღაპრები, რაც ბავშვებისათვის შესაძლოა დიდი აზრის მატარებელიც იყოს. უფროსებს კი შეუძლიათ გასცდნენ ამ სიმბოლოებს, რომელთაც მრავალი ადამიანური მხარე შეიძინეს. ამასთან ხელოვნებას წარმოადგენს უშუალოდ ღმერთის და არა მისი ხატის ძიება.

„არქეტიპური" არის იუნგის ღრმა ფსიქოლოგიის ტერმინი, როგორც ადამიანების ექსისტენციალიზმის ძირითადი გეგმის შეგრძნების სხვადასხვა ფორმები.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს მარტო თავისი ძალით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლია ამის მიღწევა. იესო რეალურ გზას, ძალასა და მოწყალებას გვთავაზობს, რისი დახმარებითაც შესაძლებელია ამ საკითხის გადაჭრა. ქრისტიანული სამართლის მაძიებელნი, მისტიკოსები და ალქიმიკოსები ამ სრულყოფის გზას ნათლად დაადგნენ (შეადარეთ მაგ. მათე 5,48; იოანე 10,34; ..) აგრეთვე მრავალმა სხვა ქრისტიანმა შეგნებულად თუ შეუგნებლად ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება დააგროვა. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორი გზით მიაღწიეს მათ ამას; უფრო მეტად მიჰყვებოდნენ შინაგან გზას, თუ თავიანთ რწმენას, თუ, როგორც ჩვენ ამას „სრულყოფილ ქრისტიანობას" ვუწოდებთ, ორივე გზას ერთმანეთს უერთებდნენ. ათასწლეულების მანძილზე სხვადასხვა კულტურებში იძებნებოდა ადამიანების შინაგანი გაყოფის დაძლევის გზა; ტაოელი ალქიმიკოსების მცდელობები, სხვადასხვა იოგის სახეობებიც და ა.შ. ამ საკითხს ეხება.

3) ინდური წარმოშობის სიტყვა იოგაც - „ ანჯოცჰენ" - ნიშნავს ყველა ნივთის საკუთარ საწყისთან, მუდმივობასთან დაკავშირებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სხვანაირ გზებსაც იგივე მიზნისკენ მივყავართ, როგორც ქრისტიანულს.

„ადამიანი ღმერთი" ან ღმერთის მიერ გამოგზავნილი ადამიანი იესო ქრისტე -„ახალი ადამი" - გვაძლევს იმის სიგნალს, რომ ადამიანებსაც ძალუძთ გაბნეული, ადრინდელი თვისებები აღიდგინონ და რომ დროა, უკვე საშიში არეულობა ისევ წესრიგში იქნას მოყვანილი. კაცობრიობის „საკეთილდღეოდ" მან შეძლო ცხოვრების აზრის საწყისი წყაროს - ღმერთისა და დიდად განვითარებული ადამიანების შეგნების თავის თავში გაერთიანება. მან შეძლო დეგენერაციის ძალების დაძლევა.მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა ადამიანებისგან განსხვავდებოდა, იგი მაინც ადამიანი იყო, რომელმაც ამის მოხერხება შეძლო. აქედან გამომდინარე ადამიანებს შეუძლიათ ამ გზის მიბაძვა, განსაკუთრებით მააშინ, თუ ისინი ამას შეგნებულად გააკეთებენ. მათთვისაც კი, ვინც ისტორიული იესოს შესახებ არაფერი იცის, მაინც შედეგიანია იესოს ცხოვრება მისი აღდგომის ჩათვლით. ეს ფაქტი შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს: თუ ცხოველები ერთ-ერთ კუნძულზე რაიმე ახალს ისწავლიან, იგივე სახეობის ცხოველები მოშორებული კუნძულებიდან ძალიან ჩქარა ითვისებენ იგივე თვისებებს, რადგან მათ საერთო წარმოშობა აქვთ, როგორც ეს მაგ. რ. შელდრაკემ შენიშნა.

ქრისტესთან და ღმერთთან ადამიანების დაკავშირება ეკლესიის ჩაურევლადაცაა შესაძლებელი; თუმცა სათანადო ქრისტიანულ ჯგუფებთან კავშირი დახმარებად ითვლება. ერთმანეთის საწინააღმდეგო თეოლოგიები, რომლების ქრისტეს არსებობის ერთიანობას სულიერ დახმარებად და სოციალურ რეფორმად ყოფენ, საბოლოო სიბრძნეს არ წარმოადგენს. ამასთანავე ზოგიერთ მათგანს მცირედი დახმარების გაწევა მაინც შეუძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი სხვადასხვა თეოლოგიებს იცნობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც „განმარტოებულ, წყნარ ოთახში", ასევე ხალხით სავსე მოედანზე პირდაპირ ქრისტესთან კავშირზე განეწყოს. ერთის მხრივ ეს შესაძლებელია იმით, რომ მან მოიგონოს ქრისტეს თვისებები, რომლებიც მან გადმოცემებიდან (ევანგელიებიდან) იცის და მეორეს მხრივ კი, იმ ადამიანისთვის, რომელიც მზადაა იმისთვის, რომ ქრისტე მისი სიკვდილის შემდეგ მაინც არსებულად აღიქვას, განეწყოს მის მიმართ როგორც ამჟამად არსებულსა და მოქმედზე. ეს შეგრძნება შესაძლებელია მაშინ, როცა „მისი სახელით" ან მასთან, „როგორც დიდ ძმასთან", ერთად ლოცვით მამა-ღმერთს მიმართავს ადამიანი. ( შეადარე იოანე 15,16; მათე 6,7,15; მათე 18,19-20). მაგ.:

წინ გამიძეხ, რათა არ მოუტანო ზიანი სხვებს, შენი გზის მიმდევრებს.

მიხელმძღვანელე. რომ დავეხმარო სხვებს, ისე როგორც შენ გსურს.

დამიცავი ჩემ გზაზე ***.

*) შესაძლებელია ** მარიამის ჩასმა იმისთვის, ვისთვისაც ეს უფრო ახლობელია. ამნაირად ადამიანების მამაკაცური და ქალური თვისებებიც შუაში წამოიწევა.

**) შემდეგ შესაძლებელია ყველა უარყოფითად აღქმული მოქმედება: 1. შინაგანაად იქნაას გააზრებული ( მაგ. შიში, ბოროტება, უგულისყურობა და ამპარტავნობა, გადაჭარბებული ეჭვიანობა, პრობლემა ან ყველაფერი, რაც მხოლოდ სიტყვებში, ან გონებაში წარმოისახა; შეადარე მაგ.: მათე 5, 22) 2. იმის მაგივრად, რომ გაბრაზდე, უკეთესია ცოტა ხნით დაწყნარდე, რათა კარგად გაიაზრო, თუ რას ეხება საქმე. 3. ეს თითქმის ორგანულად შეგრძნებადი ტვირთი ლოცვებში ღმერთს მიანდო ( ამასთანავე შესაძლებელია მთელი მომავალი ცხოვრება ღმერთს, ან ქრისტეს მიანდო). 4. მოთმინებით დაელოდო, სანამ შემსუბუქებას არ შეიგრძნობ, ან სანამ ქვეცნობიერებაში დასმულ პრობლემასთნ დაკავშირებით „პასუხი" არ გაგიჩნდება.

*** ( სიწყნარეში ყოვედღიური განცდები და მოქმედებები დალაგდება და ამნაირად გადამუშავდება, ან ლოცვებში უფრო უკეთ აღიქმება. შემდეგ კი უფრო მეტი ადგილი გაჩნდება ახლისთვის.


ამ გზაზე ეთიკის მნიშვნელობა

ამ გზის ერთ-ერთი საფეხურია „ღმერთის სიყვარული", რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და აგრეთვე „გვერდით მყოფის ისეთივე სიყვარული, როგორც საკუთარი თავის" (მათე 19,19); ე.ი. საჭიროა საკუთარი თავის სიყვარულიც. საკუთარი თავის სიყვარული შესაძლოა დასახული მიზნის ერთ-ერთ ნაწილად იქნას აღქმული, კერძოდ მაგ. ცხოვრებაში საკუთარი მოვალეობის გარკვევა. სიყვარულს შეუძლია ქრისტესთან შეერთება, რადგან სიყვარული ქრისტეს მთავარი თვისებაა, რომელიც სიბრძნესთანაა დაკავშირებული. ქრისტეს გაგებით, ხშირად სიკეთისკენ გზა ჰფენს ნათელს ქრისტიანული გზის შინაგან და გარეგან შედეგებს. იესომ ეთიკის საფუძვლების შენარჩუნება შეძლო, რადგან ადამიანი „იმას იმკის, რასაც თესავს" ( 6,7); იმის მაგივარად, რომ გარეგნული კანონისთვის დაეთმო ყურადრება, მან პასუხისმგებლობა თითოეულში უფრო გააძლიერა. ამასთან ერთად შესაძლებელია იმის განცდაც, რომ ადამიანების სიღრმეში რაღაც, შეიძლება ოდნავ შესაგრძნობიც კი არსებობს, რაც მათ ქრისტესთან აერთიანებს. აქედან შინაგანი „ახალი დაბადებაა" შესსაძლებელი ( იოანე 3). ეს ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ადამიანი სულთან უფრო ახლოს მიდის, ისე როგორც ეს ქრისტემ განიცადა. ეს დაახლოება შესაძლებელია გულში ან სულში იქნას განცდილი. ამ განცდის სახეობები ინდივიდუალურია. მიუხედავად* იმისა, თუ რა სიძლიერით შეიგრძნობა ქრისტესთან დაკავშირებული ძალა თითოეულში, მაინც საჭიროა შეძლებისდაგვარად და გარკვეული სიხშირით საკუთარ თავში ჩაღრმავება და როგორც ეს უკვე ინდივიდუალურადაცაა ცნობილი, ამის მეშვეობით მცდელობა იმისა, რომ პირდაპირი კავშირი იქნას დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ დიდი შედეგები თავიდან ნათლად საგძნობი შეიძლება არ იყოს.

იმ ძალის მეშვეობით, რომელიც ადამიანების სულში მოწყალების სახით წარმოიქმნება, შესაძლებელია ქრისტესთან, აგრეთვე ღმერთთან დამაახლოვებელ, უნივერსალურ, განმკურნებელ ძალასთან შეერთება. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ამის შეგრძნებაც საოცრად განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს შეგრძნებები ამ შემთხვევაში უფრო ნათელი იქნება და გარკვეულ გავლენას იქონიებს გარემოცვაზე. თუ აქამდე ამდაგვარი შეგრძნების განმცდელნი მხოლოდ მცირე რაოდენობით არსებობდნენ და „მისტიკოსებად", „წმინდანებად" და ა.შ. ითვლებოდნენ, ჩვენს „აპოკალიპსურ" დროში ამდაგვარი მოვლენები უბრალო ადამიანებზეც შესაძლებელია გავრცელდეს. შესაძლებელია, რომ ამ ფაქტის მნიშვნელობა მაშინვე არ იქნეს გააზრებული. ამიტომ აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგიც: ეს უნივერსალური „გარედან მომდინარე" გავლენა ან მიღებული იქნება, ან ზოგ შემთხვევაში მტკივნეულად აისახება მათში, რომელთა სულის სიღრმეშიც არანაირი მსგავსი გრძნობა არ არსებობს. ამ შენთხვევში ეს გავლენა ე.წ. „განსასჯელად" შეიგრძნობა.

გაუნათე გონება ადამიანებს, რომ შენ გადმოგაბარონ სიცოცხლისა და

სიკვდილის არჩევანის საკითხები ****.

დაეხმარე შენი ქმნილებისათვის მოღვაწეებს ***.

წინ გაუძეხ ამ სამყაროს შენს მიერ აღთქმულ ახალ დროებისაკენ.**

*) აქ შესაძლოა სხვების ჩართვაც.


მსგავსი განვითარება სიდიდეებში, რომელიც ძველი დროიდან დაწყებული შეიმჩნეოდა სხვადასხა კულტურებში

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვობის პერიოდიდან ზრდასრულობამდე ადამიანს განვითარების სხვადასხვა საფეხურები აქვს გასავლელი. სხვადასხვა ადამიანთ კულტურებმაც მსგავსი თვითშეგნების საფეხურები განვლეს. ამის მეშვეობით ერთის მხრივ შეიძინება ახალი უნარ-ჩვევები ( ოფრო თავისუფალი ნება, შეგრძნება და აზროვნება) და მეორეს მხრივ კი მცირდება ნდობის გრძნობა მთლიან სამყაროსთან. ამის შედეგად გროვდება პრობლემები. ( მაგალითისთვის შეადარეთ ჟან გებზერის „წარმოშობა და აწმყო"; ერთმანეთის მონაცვლეობით არქაული, მაგიური და მითური, გონებრივი ქვეცნობიერება; აქედან გამომდინარე შესაძლებელია უფრო ძლიერ ინტეგრირებული შეგნების განვითარება, რომელსაც მაგ. აზრობრივი ქვეცნობიერება შეიძლება ეწოდოს.) ამ დროს აგრეთვე გავლენა იქონიეს ძლიერად გამოკვეთილმა იდეალებმა და ამ განვითარების საფეხურმა ასახვა სიდიდდებშიც ჰპოვა ( კულტურული თვალსაზრისით მაინც). ეს განვითარება სიჯიუტის, მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი დანაკლისის მეშვეობით განხორციელდა. ახალ დროში უკვე ნათლად ჩანს, რომ კაცობრიობა ბედის მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას. თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, მაშინ მათ პატარა და დიდი „ კვანტური ნახტომების" ან ევოლიციური ნაბიჯების განხორციელება უნდა შეძლონ 4). ეს ნაბიჯები თითქმის 2000 წელია არსებობს. ეს პროცესი ახლა არ ხორციელდება აზრობრივი ქვეცნობიერების, როგორც შეძენილი უნარ-ჩვევის მეშვეობით. თუ ერთეულები შეძლებენ აზრობრივი ქვეცნობიერების განვითარებას და საკუთარ თავს ხელახლა ღვთიურ წარმოშობას დაუკავშირებენ 1), მაშინ აპოკალიფსური კატასტროფების დაძლევა „ზემოთ" აღნიშნულის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამავე დროს საჭიროა კავშირის ქონა აქტიურ მოძრაობებთნ, როგორც მაგ. სამშვიდობო მოძრაობა და ა.შ. ყველა კეთილის მოსურნეს თავისი „საჭირო" ადგილი აქვს ამ ე.წ. „თამაშში". ყველა ადამიანი ნათლად იღრწვის ამისკენ. ისინი მიემართებიან მომავლისაკენ და ეხმარებიან ერთმანეთს წარსულის გადამუშავებაში. შესაძლებელია ამ ფაქტის შემდეგ კითხვასთან შედარება: „ქათამი უფრო ადრე წარმოიშვა, თუ კვერცხი?" ე.ი. მიზანი არის „გარეგნული" გადარჩენა, თუ ადამიანების ექსისტენციალური შეგნებისა და არსებობის განვითრება? აქამდე არსებული შეფასების სკალა სასწრაფოდ ტრანსფორმირებული უნდა იქნას, რადგან ადამიანს ზუსტად შეუძლია წარმოდგენა იმისა, თუ საით შეუძლია წაყვანა აქამდე არსებულ, მოძველებულ პროგრამას. ყველა კარგი საქმე ერთი მთლიანის ნაწილია, ისევე როგორც ყველაფერი მთლიანობის ნაწილს წარმოადგენს.

4. პესიმისტური ხედვა ჰერბერტ გრულის ბოლო წიგნში „ამაღლება არაფრისკენ" (გერმანულ ენაზე) არ შეიძლება მიღებული იქნას, რადგან განვითარებისა და ენერგიის ის წყარო, რომელიც მან ვერ შენიშნა, მის წიგნში მაინც შეიგრძნობა, კერძოდ ღმერთი.

გაუნათე გონება ადამიანებს, რომ შენ გადმოგაბარონ სიცოცხლისა და

სიკვდილის არჩევანის საკითხები ****.

დაეხმარე შენი ქმნილებისათვის მოღვაწეებს ***.

წინ გაუძეხ ამ სამყაროს შენს მიერ აღთქმულ ახალ დროებისაკენ.***

*) აქ შესაძლებელია ცალკეული საკითხების დართვა, ან საბოლოოდ მედიტაციური ხედვით დამუშავება. მაგ. დასრულდეს ბრძოლა ძალადობასა და აწმყოს შორის; პრობლემის გადაწყვეტით ძალადობის თავიდან აცილება;

რელიგიის კეთილმოსურნეებთან მშვიდობიანი დიალოგის წარმართვა.

**) ლუკას ევანგელიიდან 11:2; 21:31. გამოცხადება 11:16. ღმერთს შეუძლია ამ სიყვარულის დანაწილება, რასაც მისთვის გაიღებენ.


ეს არის „მობრუნება" ღმეთისკენ

იოანე 16, 12-13: მე კიდევ ბევრი რამ მინდა გითხრათ, მაგრამ სხვა უკვე მეტისმეტი იქნება.

როდესაც სული სიმართლეს დაუახლოვდება, მაშინ იგი ყველა სიმართლისკენ გვიხელმძღვანელებს, რადგან იგი არა მარტო საკუთარი თავიდან გამომდინარე ილაპარაკებს, არამედ ის იტყვის იმას რისი გაგონებაც სურს. იმასაც განგიცხადებთ, რაც მომავალში იქნება.

.

დაბრუნდით საწყის გვერდზე.net *

იესო ქრისტეს გზები, მისი წვლივლი ადამიანთა ქვეცნობიერებაზე, კაცობრიობისა და სამყაროს ცვლილებებზე: დამოუკიდებელი საინფორმაციო გვერდი, რომელიც სხვადასხვა გამოკვლევებზე ახალ შეხედულებებს შეიცავს; პრაქტიკული მითითებები ინდიდვიდუალური განვითარებისათვის.